შესასვლელი კარები

REHAU-ს კარები შემუშავებულია იმ სახლების მშენებლობისათვის, რომლებშიც გაზრდილია ენერგოდაზოგვისა და უსაფრთხოების მოთხოვნები.

REHAU-ს კარების სისტემებს გააჩნია სითბოსა და ხმის იზოლაციის, ჰაერისა და წყალგაუმტარობის სარეკორდო მაჩვენებლები, მათ აქვს ზღურბლიანი და უზღურბლო კარების ჩაკეტვის სპეციალური სისტემა. შესაძლებელია აგრეთვე გატეხვის საწინააღმდეგო კარების დამზადება.

თავისი სიმტკიცის მიუხედავად, REHAU-ს კარები გვაკვირვებს შესრულების სინატიფით: შემინვა, პირითი ზედაპირის პროფილების განსაკუთრებული ფორმა, მრავალფეროვანი ფერები და მოხატულობები. სხვადასხვა კონსტრუქციული გადაწყვეტა: ერთი ან ორი ფრთა, ყრუ გვერდითი ან სარკმელის ნაწილები, შიგნით და გარეთ გაღება - საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ ნებისმიერი სახლის არქიტექტურული იერსახის შესაფერისი იდეალური კარები.

REHAU-ს კარები სახლში უშვებს სითბოს, სიწყნარეს, სილამაზეს და მხოლოდ ახლობელ ადამიანებს!

დაბეჭდვა