წყალი - კვების პროდუქტი № 1

ჩვენ წყალს დღეში ბევრჯერ ვიყენებთ, და მას უზარმაზარი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ სასმელი წყლის მარაგი შეზღუდულია, მისი ღირებულება და მასზე მოთხოვნა კი იზრდება.

გარანტირებულად სუფთა წყლით მომარაგების მიზნით REHAU-მ შეიმუშავა წყალმომარაგების სისტემა RAUTITAN. მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილია ნაკერი პოლიეთილენის მილები და პოლიმერის შესაერთებლები (PPSU). ეს მასალები წყალთან არ ურთიერთმოქმედებს, ამიტომ სისტემა არ ექვემდებარება კოროზიას, არ უწყობს ხელს ბაქტერიების ზრდას და ინარჩუნებს იდეალურ სასმელ წყალს. მილებისა და პოლიმერის შესაერთებლების გლუვი შიდა ზედაპირი გამორიცხავს დანალექებისშესაძლებლობას.

RAUTITAN სისტემის ხანგამძლეობა აღემატება 50 წელს. ერთხელ დაყენებული ეს სისტემა უზრუნველყოფს აგარაკს ან ბინას სუფთა სასმელი წყლით მრავალი წლის განმავლობაში.

სუფთა წყალი ქიმიისა და მძიმე ლითონების გარეშე

სუფთა წყლისათვის მნიშვნელოვანია სისტემის თითოეული ელემენტი, ამიტომ REHAU-ს სისტემების ყველა შემადგენელი ნაწილი, მაგალითად, ნაკერი პოლიეთილენის მილი RAUTITAN, პოლიმერის შესაერთებლები, თითბერის ან უჟანგავი ფოლადის შესაერთებლები შეესაბამება წყალმომარაგების ნორმატივების უმაღლეს ჰიგიენურ მოთხოვნებს - გერმანიის მოთხოვნებს (DVGW - გერმანიის აირ- და წყალმომარაგების გაერთიანება, DBU - გერმანიის გარემოს ფედერალური კომიტეტი).

სასმელი წყალი წყალსადენიდან და არა მაღაზიიდან

წყალს, რომელსაც ვიყენებთ ყოველდღიურად, დიდი ზეგავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. აგარაკის მშენებლობის დროს წინასწარ უნდა იფიქროთ თქვენს ონკანში მომავალი წყლის ხარისხზე. არ არის საკმარისი სახლის უზრუნველყოფა სუფთა წყლის წყაროთი (ჭა, ჭაბურღილი), მნიშვნელოვანია, რომ წყლის მიწოდების სისტემა არა მარტო საიმედო იყოს, არამედ არ შეცვალოს სასმელი წყლის თავდაპირველი ბუნებრივი თვისებები.

REHAU-ს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება იმის გარანტიაა, რომ თქვენს სახლში გამოულევლად იქნება სუფთა წყალი სასმელად და საბანაოდ.

წყლის თვისებების შეუცვლელად

RAUTITAN სისტემას აქვს უნიკალური მახასიათებლები - ის თვისებების შეუცვლელად მიედინება მილებისა და შესაერთებლების სისტემაში RAUTITAN, წყალი არ იცვლის შემადგენლობას, რადგან, ლითონის მილებისა და შესაერთებლებისაგან განსხვავებით, მისი არც მილების, არც შესაერთებლების მასალები წყალთან არ ურთიერთმოქმედებს. დააყენეთ RAUTITAN სისტემა, და თქვენ შეიგრძნობთ წყლის ნამდვილ გემოს!

50 წლის მუშაობის ვადა

PE-X ნაკერი პოლიეთილენის წყალმომარაგების სისტემა RAUTITAN საიმედოობის და ხარისხის ნიმუშია მთელ მსოფლიოში.

ჩამოსაცმელ მასრაზე შეერთების ტექნიკა უზრუნველყოფს RAUTITAN სისტემის შეერთებების 100% საიმედოობას იმის გამო, რომ შემამჭიდროებელი რგოლები და სხვა შემამჭიდროებლები, რომლებიც დროთა განმავლობაში ცვდება, აქ საჭირო არ არის. შემამჭიდროებლის დანიშნულებას სისტემაში ასრულებს თვით მილი.

სასმელი წყალმომარაგების ასეთი სისტემის ხანგამძლეობა არა ნაკლებ 50 წელია.

დაბეჭდვა