REHAU-ს პარტნიორების კონფერენცია საქართველოში

22.11.2016

12 ნოემბერს, საქართველოში კომპანია REHAU-ს წარმომადგენლობის ორგანიზებით ბაკურიანში, სასტუმრო „კრისტალში“ პარტნიორული შეხვედრა ჩატარდა. 

კონფერენციის მსვლელობისას REHAU-ს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ბატონმა პაველ ივანენკომ პარტნიორებს  REHAU-ს შესაძლებლობების და მიღწევების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. ინფორმაცია აგრეთვე მოიცავდა სტატისტიკურ და ანალიტიკურ მონაცემებს პროფილის და ფანჯრების ბაზრის შესახებ, როგორც მსოფლიოს მაშტაბით, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. პაველ ივანენკომ აგრეთვე ისაუბრა საქართველოში ფანჯრების ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე. 

REHAU-ს პარტნიორებმა თავის მხრივ აცნობეს სტუმრებს საქართველოს ბაზარზე სიტუაციის შესახებ. ისაუბრეს განვითარების პერსპექტივებზე და განიხილეს აქტუალური საკითხები. 

კონფერენციის ფარგლებში ბიზნეს-ტრენერმა კონსტანტინ ჩიკულაევმა რეჰაუს პარტნიორებს ჩაუტარა ტრენინგი თემაზე „დარწმუნება გაყიდვების პროცესში“. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიება ფანჯრების სფეროს წარმომადგენლებთან საქართველოში პირველად ჩატარდა და დიდი ინტერესი გამოიწვია. 

კონფერენციის შემდეგ პარტნიორების ურთიერთობა არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა. ქართულ სუფრასთან REHAU-ს წარმომადგენლებმა და პარტნიორებმა განიხილეს კონფერენციის შედეგები და კომპანია REHAU-სთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პერსპექტივები. 

კომპანია REHAU მადლობას უხდის ყველა პარტნიორს: ვინარტს, ელ-ჯი-ჯის, აველუქსს, პანორამას, დე-ენ-ესს, ალბა ლუქსს, ვინლაინს, ორბი 2000-ს და ჰაილუქსს, ვინც მიიღო მონაწილეობა კონფერენციაში. ადასტურებს მათთან ხანგრძლივი ურთიერთობის დიდ ინტერესს და კვლავაც მათი წარმატებული წინსვლის მხარდამჭერად რჩება. 

REHAU, როგორც ფანჯრების პროფილების ბაზრის აღიარებული ლიდერი, საქართველოს ბაზარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და გეგმავს არა მხოლოდ შეინარჩუნოს თავისი პოზიციები, არამედ, უახლოესი წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას მათი განვითარებისათვის.  

დაბეჭდვა