კომპანიის შესახებ

სიახლეები უკეთესი ცხოვრებისათვის.

მსოფლიოს წინ სულ ახალ-ახალი აღმოჩენები ელის. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება დიდად არის დამოკიდებული ახალ ტექნოლოგიებზე.

შევიტანოთ სიახლეები საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს მშენებლობაში და დიზაინში - ეს არის ჩვენი მიზანი. ამიტომ REHAU გთავაზობთ მომავლის ტექნოლოგიებს, რომლებიც უკვე დღეს არის ხელმისაწვდომი.

1948 წლიდან REHAU-ს პოლიმერული სიახლეები წარმატებით გამოიყენება მშენებლობაში, ავეჯის დამზადებაში, საავტომობილო მრეწველობაში და მრეწველობის სხვა დარგებში, და ყოველდღიურად უზრუნველყოფს მილიონობით ადამიანის კომფორტს „უხილავი ჩემპიონის“ საშუალებით - თვალისაგან დაფარული სისტემები საიმედოდ ასრულებს თავის საქმეს.

კომფორტული გარემო სახლში, სადაც ენერგიის მოხმარება ნულამდეა დაყვანილი, ლამაზი და მოხერხებული ავეჯი, ავტომობილის უსაფრთხო მართვა... პოლიმერების დიდი შესაძლებლობები უსაზღვრო თავისუფლებას ანიჭებს მშენებლებს, არქიტექტორებს, ინჟინრებს, მრეწველობის სხვადასხვა დარგებში მომუშავე მწარმოებლებს, და, საბოლოოდ, უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლების ცხოვრების საუკეთესო დონეს.

REHAU - სიახლეებისადმი უსაზღვრო სწრაფვა და უზადო გერმანული ხარისხი

REHAU-ს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ექსპლუატაციისა და მშენებლობის ხარჯების შემცირება, რადგან „მდგრადი განვითარების“ და მწვანე ტექნოლოგიების პრინციპები ყველა ჩვენგანისთვის მომავალი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ენერგოდამზოგავი მშენებლობა მხოლოდ მაღალხარისხოვანი მასალებისა და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით არის შესაძლებელი.

ავეჯის დიზაინის მრავალფეროვანმა გადაწყვეტილებებმა REHAU აქცია ავეჯის ცალკეული ნაწილების დამზადებისა და გაფორმების ლიდერად, რადგან მათში მაქსიმალურადაა შერწყმული ესთეტიკა და დანიშნულება, რაც საშუალებას აძლევს მას დააკმაყოფილოს ყველაზე დიდი მოთხოვნილებები და მუდმივად განავითაროს სამზარეულოების, საოფისე ავეჯის, სააბაზანოების მოწყობილობებისა და სხვა ავეჯის დიზაინი და წარმოების პროცესი.

არსებობს უამრავი ტექნიკური დეტალი, რომელიც აძლიერებს ჩვენი პროდუქციის საერთო უპირატესობას. მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებიმა მრავალი მიზეზის გამო უკვე აირჩიეს REHAU პარტნიორად. დაგვიკავშირდით- ჩვენ ერთად ავაშენებთ ნათელ მომავალს!

REHAU-ს ისტორია

1948 წელს ჰელმუტ ვაგნერი იწყებს არშიებისა და წყლის შლანგების წარმოებას. წარმოება განლაგებულია ფრაკონიაში, 1907 წელს ...

ფილოსოფია

დაარსებიდანვე კომპანია REHAU-ს მიზანია აითვისოს გამოყენების ახალი დარგები დამოუკიდებლად შემუშავებული პლასტმასების ...

კომპეტენციები

უახლესი ტექნოლოგიებისა და დიდი საიმედოობის საშუალებით ჩვენ ვიქმნით გრძელვადიან კონკურენტულ უპირატესობას.

REHAU-ს აკადემია

აწყობს სასწავლო კურსებს კომპანიის კლიენტებისა და თანამშრომლებისათვის.

კორპორაციული პასუხისმგებლობა

REHAU, როგორც საერთაშორისო საწარმო და პასუხისმგებელი დამსაქმებელი, ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც ...
დაბეჭდვა