რეჰაუ ულოცავს კომპანია ელ ჯი ჯი-ს მორიგ წარმატებას!

10.07.2015

რეჰაუ ულოცავს თავის ერთგულ და საიმედო პარტნიორს, წამყვან პროფესიონალს უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტური ფანჯრების და კარების წარმოების სფეროში, კომპანია ელ ჯი ჯი-ს, რეჰაუ-ს ხარისხის სერტიფიკატის და ISO 9001 სერტიფიკატის მიღებას. 

კომპანია ელ ჯი ჯი ორიენტირებულია მაღალხარისხიანი კარებისა და ფანჯრების წარმოებაზე. ამიტომ მიღებულ იქნა ერთობლივი გადაწყვეტილება, კომპანიის ტექნიკური აუდიტის ჩატარების თაობაზე. რეჰაუ-ს მთავარი ოფისიდან მოწვეულ იქნა ტექნიკური სპეციალისტი, რომელმაც მოახდინა ელ ჯი ჯი-ს წარმოების შემოწმება. 
აუდიტის დროს შემოწმდა, ხდება თუ არა წარმოების ტექნოლოგიის სრული დაცვა, გამოიყენება თუ არა ორიგინალური მაკომპლექტებელი ნაწილები, შეესაბამება თუ არა საწარმო პირობები თანამედროვე სტანდარტებს. 
წარმოების პროცესის მკაცრმა, ტექნიკურმა ინსპექციამ დაადასტურა, რომ კომპანია ელ ჯი ჯი ღირსეულად ატარებს რეჰაუს ავტორიზებული პარტნიორის სახელს და ამავე დროს იმსახურებს რეჰაუ-ს ხარისხის სერტიფიკატს. ელ ჯი ჯი არის კარ-ფანჯრის პირველი მწარმოებელი საქართველოში და ამიერკავკასიაში, რომელმაც მიიღო რეჰაუს ხარისხის სერტიფიკატი.
ასევე ვულოცავთ კომპანია ელ ჯი ჯი-ს ISO 9001 სერტიფიკატის მიღებას. ეს ყოველივე არის საწარმოს მართვის და ხარისხის კონტროლის ევროპული სტანდარტების დასანერგად გატარებული უზარმაზარი სამუშაოს შედეგი.
რეჰაუ მადლობას უხდის ელ ჯი ჯი-ს ერთობლივი მუშაობისას გამოჩენილი პროფესიონალიზმისათვის. უსურვებს თავის პარტნიორს წინსვლას და წარმატებას!

დაბეჭდვა