REHAU-ს ფანჯრები GENEO ამშვენებენ სკოლის შენობას ესტონეთში

01.04.2014

ფანჯრები GENEO ამშვენებენ სკოლის შენობას ესტონეთში

ესტონეთის ქალაქ ვალგაში, ლატვიის საზღვართან, ცოტა ხნის წინ არქიტექტურული თვალსაზრისით განსაკუთრებული შენობა აშენდა. სკოლის შენობის ფერადი, ფუტკრის ფიჭის ფორმის ფასადი მნახველის მზერას იპყრობს. სკოლის ინტერიერი, თავისი ნათელი სასემინარო და საკონფერენციო დარბაზებით, ასევე მეტად შთამბეჭდავია. სკოლის შენობის შესასვლელში და სადარბაზოში განსაკუთრებით დიდი ფორმატის ფანჯრებია დამონტაჟებული.
განათლების ეს ცენტრი, ესტონეთის პირველი საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტია, რომელშიც უახლესი ენერგოეფექტური ტექნოლოგიებია გამოყენებული. ეს განსაკუთრებული გამოწვევა იყო პროექტის განხორციელებაში მონაწილე ყველა მხარისათვის, ვინაიდან ესტონეთში ტემპერატურის საშუალო ნიშნული წელიწადში ოთხ თვეზე მეტი ხნის მანძილზე ნულ გრადუსზე დაბლა იმყოფება. არქიტეტორებმა Sirkel&Mall თავიდანვე ამბიციური მიზანი დაისახეს: შენობაში გათბობისათვის და ვენტილაციისათვის საჭირო ენერგიის მოხმარება კვადრატულ მეტრზე წელიწადში 120 kw/h-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.

დამპროექტებლებისთვის და შემსრულებლებისთვის ასევე დიდი გამოწვევა იყო შეემუშავებინათ შესაბამისი სამშენებლო გადაწყვეტილებები, შეეთავსებინათ ისინი ერთმანეთთან და საბოლოოდ განეხორციელებინათ პროექტი, ისე, რომ ქალაქ ვალგაში არა მხოლოდ არქიტექტურული თვალსაზრისით შთამბეჭდავი, არამედ ენერგოეფექტური საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტი აშენდა, სადაც, რეჰაუს ფანჯრების წყალობით, სითბოს დანაკარგები მინიმუმამდეა დაყვანილი.

მოკლე ინფორმაცია
ადილმდებარეობა - ქალაქი ვალგა
პროექტის სახეობა - სკოლა
არქიტექტორი - Sirkel&Mall
წელი - 2012
ქვეყანა - ესტონეთი

დაბეჭდვა