წყალმომარაგების სისტემა

0001C158_5483_1 - 5483

წყალმომარაგების სისტემა REHAU RAUTITAN განკუთვნილია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი სათავსოების სასმელი (ცივი) და ცხელი წყლით მომარაგებისათვის. სისტემის საფუძველია PE-Xa ტიპის ნაკერი პოლიეთილენის მილები და პოლიმერული შეერთებები წამოსაცმელი მასრით. ეს მასალები არ შედის რეაქციაში წყალთან, განსხვავებით ლითონის მილებისა და შეერთებებისაგან, ისე, რომ მილებში გამავალი წყალი სრულიად არ კარგავს თავის თვისებებს.

შეერთების შესაქმნელად საჭიროა მხოლოდ შესაერთებელი და წამოსაცმელი მასრა. შემამჭიდროებელი რგოლები ან სხვა შემამჭიდროებლები, რომლებიც დროთა განმავლობაში ცვდება და შეერთების სუსტი ადგილია, ამ სისტემისათვის საჭირო არ არის. შემამჭიდროებლის ფუნქციას სისტემაში ასრულებს თვით მილი.

მილები

RAUTITAN FLEX და RAUTITAN STABIL ორივე მილი მრავალდანიშნულებიანია და განკუთვნილია ცხელი და ცივი (სასმელი) წყალმომარაგებისათვის.

RAUTITAN FLEX: მასალა - ნაკერი პოლიეთილენი РЕ-Ха. მრავალდანიშნულებიანი მილი გათბობისა და წყალმომარაგებისათვის. დრეკადია.

RAUTITAN STABIL: მასალა - ნაკერი პოლიეთილენი РЕ-Ха ალუმინის გარე შრით. მზიდი შრეა ნაკერი პოლიეთილენი. მრავალდანიშნულებიანი მილი გათბობისა და წყალმომარაგებისათვის. იღუნება და ინარჩუნებს ფორმას. შესაფერისია გარეთ გაყვანისათვის.

შესაერთებლები და წამოსაცმელი მასრები

უკუთხვილო შესაერთებლები დამზადებულია ახალი თაობის ძალზე მტკიცე პოლიმერული მასალისაგან - PPSU-საგან (პოლიფენილსულფონისაგან).

კუთხვილიანი შესაერთებლები და დიდი დიამეტრის შესაერთებლები დამზადებულია საუკეთესო ხარისხის თითბერისაგან, რომელიც გამძლეა თუთიის გამორეცხვის მიმართ.

წამოსაცმელი მასრები დამზადებულია პოლიმერული მასალისაგან - PVFD-საგან (პოლივინილდენფთორიდისაგან) და გააჩნია უდიდესი სიმტკიცე.

სანტექნიკური მოწყობილობების მისაერთებლად გათვალისწინებულია მრავალფეროვანი ფასონური ნაწილები.

888-39-D102_03_233033_1 - 233033

უპირატესობები

იმის გამო, რომ სისტემის ყველა კვანძი მზადდება ერთი მწარმოებლის მიერ და შესანიშნავად არის ერთმანეთს მორგებული, REHAU-ს შეერთებები წამოსაცმელი მასრით უზრუნველყოფს 100% საიმედოობას.

PE-Xa ტიპის ნაკერი პოლიეთილენის მილები უზრუნველყოფს ყველაზე სდაუკეთესო საექსპლუატაციო მახასიათებლებს, როგორებიცაა:

• მილების მასალის ხმაურისდამცავი თვისებები;
• 100% კოროზიაგამძლეობა;
• დანალექებისა და ჩადუღებული ნალექის წარმოუქმნელობა;
• დიდი ტემპერატურაგამძლეობა და წნევაგამძლეობა;
• დიდი ცვეთამედეგობა.

Engineering progress

Enhancing lives

Maximum cart size of 3 items has been reached!

Your sample cart items:
Type
Decor
Collection