BAU-D329 - 17796810

REHAU RAUPIANO PLUS

სისტემა REHAU RAUPIANO Plus არის ხმაურჩამხშობი კანალიზაციის სისტემა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი სათავსოებისათვის. სისტემაში შედის მრავალშრიანი პოლიმერის მილები, რომლებიც გაძლიერებულია მოსახვევებში, და ხმაურჩამხშობი სამაგრები.

სისტემის ყველა ნაწილი, მათ შორის შემამჭიდროებელი ელემენტები გამძლეა დიდი ტემპერატურების და ქიმიურად აგრესიული გარემოს (მჟავის და ტუტის) მიმართ, ამიტომ ისინი გამოიყენება აგრეთვე განსაკუთრებული დანიშნულების სისტემებში. დიდი სიმტკიცის და ქიმიური მდგრადობის გამო სისტემა RAUPIANO Plus-ის მუშაობის ვადა არა ნაკლებ 50 წელია.

მრავალშრიანი პოლიმერული მილები
RAUPIANO Plus მილების გარე შრე სისტემის დასაცავად დამზადებულია ვიბრაციისა და დარტყმების გამძლე მასალისაგან, რომელიც უძლებს ულტრაიისფერ გამოსხივებას, შიდა შრე დამზადებულია გლუვი ცვეთაგამძლე მასალისაგან, რომელიც ძალიან მდგრადია კოროზიის მიმართ. ეს უზრუნველყოფს მილებზე დანალექების არარსებობას და მთელი საკანალიზაციო სისტემის დიდ გამტარუნარიანობას.

ხმაურშთანმთქმელი მომჭერები
გამოიყენება RAUPIANO Plus სისტემის მილების შენობის კონსტრუქციებზე დასამაგრებლად. გააჩნია განსაკუთრებული ხმაურშთამნთქმელი ეფექტი რითაც თავიდან გვაცილებს ბგერის გავრცელებას შენობის კონსტრუქციებში.

ფასონური ნაწილები და დამატებითი ელემენტები
გადამყვანები, ხანძარსაწინააღმდეგო სამაჯურები, დასაყენებელი ნაწილები.

უპირატესობები

საკანალიზაციო სისტემებში ხმაურის წყარო, ჰაერით გადაცემულ ბგერასთან ერთად, არის აგრეთვცე მექანიკური ხმა, რომელიც ვრცელდება სამაგრი სისტემის მეშვეობით შენობის კონსტრუქციებში. RAUPIANO Plus სამშრიან პოლიმერის მილებს გააჩნია განსაკუთრებით მტკიცე საუკეთესო ხმაურშთამნთქმელი თვისებების მქონე შუა შრე, ხოლო მილების დამაგრება ხორციელდება ხმაურშთანმთქმელი მომჭერებით.

ხმაურის შთანთქმის ასეთი კომპლექსური სისტემა თავიდან გვაცილებს ხმაურის გავრცელებას ჰაერში და, რაც მთავარია, შენობის კონსტრუქციებში. ამის შედეგად RAUPIANO Plus სისტემის ხმაურშთამნთქმელი თვისებები 60%-ით აღემატება ყველაზე მკაცრი მსოფლიო ნორმებს - გერმანიის ნორმებს. RAUPIANO Plus სისტემის ნაწილების შეერთებები დაფუძნებულია მილძაბროვან შეერთებებზე. ამ შეერთებების შემამჭიდროებელი რგოლები ყენდება ქარხანაში. ეს უზრუნველყოფს შეერთებათა 100% ჰერმეტულობას და, ამის შედეგად, გაჟონვებისა და უსიამოვნო სუნის არარსებობას მუშაობის მთელი დროის განმავლობაში.

Engineering progress

Enhancing lives

Maximum cart size of 3 items has been reached!

Your sample cart items:
Type
Decor
Collection