კორპორაციული პასუხისმგებლობა
საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა
REHAU, როგორც საერთაშორისო საწარმო და პასუხისმგებელი დამსაქმებელი, ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც სცილდება ბიზნესის სფეროში საქმიანობის ფარგლებს. ჩვენ გამოვდივართ მთელი მსოფლიოს სხვადასხვა საზოგადოებრივ წრეებში ეკოლოგიურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ საკითხებზე. ამასთან მიზანი ყოველთვის არის გრძელვადიანი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის აღება ნაცვლად ერთეული აქციებისა, რომელთაც ხანგრძლივი ზემოქმედება არ გააჩნია.
ხელოვნება
ხელოვნება და ეკონომიკის მჭიდროდაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული. ფონდების ან მრეწველობის დახმარების გარეშე ხელოვნების ზოგიერთი დარგი უფრო მოკრძალებულად იქნებოდა წარმოდგენილი. თავის მხრივ, ხელოვნების ახალი ხედვა ახალ-ახალი იდეების საშუალებით შთააგონებს ეკონომიკის სწრაფვას წინსვლისაკენ.
ჯობსტ ვაგნერი, REHAU-ს პრეზიდენტი საუბრობს მისი ურთიერთობების ხელოვნების მიმართ თავისი დამოკიდებულების შესახებ: „საწარმოები პრინციპში ამა თუ იმ ფორმით უნდა მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში - პოლიტიკა იქნება ეს თუ კულტურა. ჩემი მონაწილეობა დაკავშირებულია ხელოვნებასთან და ხელოვან ადამიანებთან. მე მამდიდრებს ჩემი თავისუფალი დრო, რომელიც დავუთმე ბერნის ხელოვნების გალერეის ფონდს და წვლილი, რომელიც შვიტანე ამ გზით ბერნის კულტურულ ცხოვრებაში. მე ვანსხვავებ ამას სპონსორობისაგან კულტურასა და ხელოვნებაში, რომელიც ყოველთვის უკავშირდება საპასუხო სამსახურის გაწევას. პირიქით, მე ჩემი მონაწილეობიდან არ ველი რაიმე საპასუხო სამსახურს, და ეს უფრო ქველმოქმედებას ჰგავს“.
კულტურა
REHAU მუდმივად მხარს უჭერს კულტურულ ღონისძიებებს მთელ მსოფლიოში. მაგალითები: ჩვენი კომპანია ეხმარება მოსკოვში მსოფლიოში სახელგანთქმულ რახმანინოვის ტრიოს, ხოლო ბერნში - ხელოვნების ცნობილ მუზეუმს. როს-ონ-უაიში, ჰერეფორდშირის პატარა ქალაქში, კომპანიის ადმინისტრაციულ ცენტრში ინგლისში, REHAU-მ თავისი წვლილი შეიტანაროს-ონ-უაის, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ქალაქის კულტურული პროგრამის უზრუნველყოფაში. ფრაკონიის ცენტრში მდებარე ქალაქ ერლანგენში 1000 წლისთავის ხმაურიანი დღესასწაულის შემდეგ დავიწყებულ ისტორიულ მოვლენებს გვახსენებს REHAU-ს დაყენებული უზარმაზარი ქინძისთავები. ფიჰტაჰში, ბავარიის ტყეში, კომპანია REHAU იყო ქალაქის 600 წლისთავის დღესასწაულის მთავარი სპონსორი. ქალაქ ჰოფში ჩვენ სამეწარმეო ინიციატივის „ჰოჰფრანკენის“ ფარგლებში ვეხმარებოდით ჰოფის კინოს საერთაშორისო დღეებს ფესტივალის მომავლის უზრუნველსაყოფად. „ბერლინალესთან“ ერთად ჰოფის კინოს დღეები ითვლება გერმანიის მეორე ყველაზე მნიშვნელოვან კინოფესტივალად. რეჰაუში, მთავარ საწარმო მოედანზე, REHAU ART ყოველწლიურად ათასობით სტუმარს იზიდავს, მის ფარგლებში ტარდება ხელოვნების საინტერესო გამოფენები და კულტურული ღონისძიებები - ეს არის შეხვედრის ადგილი ურთიერთობებისთვის, ხელოვნებისა და ისტორიის შეცნობისათვის.
მეცნიერება
მეცნიერება ნიშნავს განვითარებას. ჩვენი კომპანია, როგორც სისტემების მოწინავე მწარმოებელი და სიახლეების დამნერგავი, უკვე მრავალი წლის განმავლობაში ანიჭებს REHAU-ს პრემიას ეკონომიკის დარგში და REHAU-ს პრემიას ტექნიკის დარგში ევროპის ტერიტორიაზე. ორივე პრემია განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთათვის, რომლების თავიანთ სამეცნიერო ნაშრომებში შეისწავლიან საერთაშორისო მასშტაბის საწარმოთა დამახასიათებელ ეკონომიკურ თავისებურებებს, არა აქვს მნიშვნელობა, მარკეტინგი იქნება ეს, ინფორმატიკა, თუ იგივე ტექნიკა და ტექნოლოგიური პროცესები. REHAU მთელ მსოფლიოში აფინანსებს სპეციალისტთა სიმპოზიუმებს და ექსპერტთა ფორუმებს, რომლებიც ეძღვნება მეცნიერებასა და ტექნიკას. მაგალითად, მოსკოვში ჩვენ ვეხმარებით „გერმანიის არქიტექტორთა და ინჟინერთა კლუბს“, KNFI-ის. ფარგლებში ფირმაში REHAU-ს კოლოქვიუმზე მოწვეულია ყველა სპეციალური განყოფილების ყველა თანამშრომელი. აქ კომპანიაში მომუშავე და მოწვეული გამოჩენილი მეცნიერები ხშირად გამოდიან მოხსენებებით იმ სამომავლო თემებზე და ტენდენციებზე, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიმერების გადამუშავებისათვის