REHAU-ს აკადემია

კომპაქტური ნოუ-ჰაუ

MA-D600 - 55984

REHAU-ს აკადემია არის ცენტრალური ინსტიტუტი, სადაც ინახება ინფორმაცია ჩვენი სისტემური შემუშავებებისა და მომსახურების შესახებ მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში. იმისათვის, რომ ჩვენი დაპირება, რომელიც ეხება ხარისხის უზრუნველყოფას, ყველგან, მათ შორის ადგილებზეც წარმატებით შესრულდეს, ჩვენ ტექნიკის, განაწილებისა და გაყიდვის დარგების სპეციალისტებისათვის ვაწყობთ მიზნობრივ კურსებს, რომლებიც ეხება ჩვენს მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად და კერძო საკითხს. ეს ღონისძიებები მუდმივად ტარდება REHAU-ს გაყიდვების ოფისებში, აგრეთვე კლიენტის საწარმოს მდებარეობის ადგილებში.

ეს ასეც უნდა იყოს, რადგან მხოლოდ საუკეთესო რჩევების მიცემით შეიძლება ჩვენი სისტემური შემუშავებების შესაძლებლობათა სრულად წარმოჩენა ყველა დონეზე. ამით ჩვენ თავს ვუყრით ცოდნას ჩვენი ნაკეთობების შესახებ. თემები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ამოცანები, რომლებსაც აწყდებიან ჩვენი პარტნიორი საწარმოები ყოველდღიურად:

• ჩვენი ნაკეთობების დამზადება, დაყენება და მუშაობა.
• ლოგისტიკა და ხარისხის უზრუნველყოფა.
• მარკეტინგი და კომერციული ხელმძღვანელობა.

REHAU-ს აკადემიის რეფერენტები, რომლებიც საქმის უდიდესი მცოდნეები არიან, მუდმივად სრულყოფენ ჩვენი პარტნიორების კონკურენტუნარიანობას. ეს უზრუნველყოფს მუდმივ უპირატესობას ცოდნაში.

Engineering progress

Enhancing lives

Maximum cart size of 3 items has been reached!

Your sample cart items:
Type
Decor
Collection