Food and beverage hoses

შლანგები სასმელებისათვის

სრული უსაფრთხოება - ეს ნორმაა

REHAU-ს სასმელების შლანგები RAUALCO და TUBALCO მზადდება საკვები პროდუქტებისათვის განკუთვნილი მასალების წარმოების მკაცრი შესაბამისობით.
ოფიციალური სერტიფიცირება გარანტიას იძლევა, რომ აღჭურვილობა შეესაბამება ტექნიკურ მოთხოვნებს, რასაც ადასტურებს ყველა საჭირო გამოცდები. REHAU-ს სასმელების შლანგები სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის, არ აძლევს სასმელებს გემოს ან სუნს, აგრეთვე ადვილი გასაწმენდია.

ხარისხიანად და საიმედოდ

PYTHON - ეს არის სრულყოფილი სისტემა, რომელიც შედგება რამდენიმე ძირითადი სასმელი შლანგისაგან და არანაკლებ ორი დამატებითი შლანგისაგან, რომლებიც უზრუნველყოფს გასაციებელი სითხის ცირკულაციას.საიზოლაციო ფოლგის აფსკის და უნაკერო იოზოლაციის მეშვეობით მიიღწევა სითხის საჭირო გაციება „სიცივის ხიდების“ წარმოქმნის გარეშე. REHAU PYTHON-ის სისტემის შლანგებში თბოიზოლაციის შრე დაცულია სპეციალური აფსკით. ყველა სასმელი შლანგი აღჭურვილია გამძლე და მკაფიო მარკირებით. დამატებითი მარკირების საშუალებით თქვენ ადვილად მოძებნით საჭირო შლანგს და ადვილადვე დაუკავშირებთ სისტემას.

REHAU PYTHON ინდივიდუალური შეკვეთით

ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ჩამოსასხმელი სისტემებისათვის არსებობს განსხვავებული მოთხოვნები და პირობები. ამიტომ REHAU PYTHON ხშირად მზადდება ინდივიდუალური შეკვეთით. REHAU-ს თქვენი პირადი მენეჯერი დაგეხმარებათ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტის შერჩევაში.

Engineering progress

Enhancing lives