M00-D958 - 22963839

წყლის რესურსების ოპტიმიზაცია

საიმედო შეერთება გაჟონვის გარეშე

RAUTITAN-ის ჩამოსაცმელ მასრაზე შეერთება კონსტრუქციის სიმარტივის და მაღალხარისხოვანი მასალების გამოყენების მეშვეობით უზრუნველყოფს ხანგრძლივი მუშაობას, მას არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული მოვლა და დაკალიბრება. სამუშაოდ გამოიყენება მცირე ზომის პროფესიული სამონტაჟო ინსტრუმენტი RAUTOOL, რომელიც უზრუნველყოფს შეერთებების ხარისხსა და საიმედოობას, აგრეთვე გამოყენების სიმარტივეს.

40%-ით ნაკლები შეერთებები და სწრაფი დაყენება

სისტემა RAUTITAN-ის დაყენება ხდება 40%-ით უფრო სწრაფად, ვიდრე იმ სისტემებისა, რომელთა დაყენებას სჭირდება რჩილვა-შედუღება, და მოითხოვს 40%-ით ნაკლებ შეერთებებს. დრეკადი მილები, რომლებიც დახვეულია 100 მ სიგრძის ხვეულებად, შეიძლება დაყენდეს ერთი გავლით და დაგიზოგავთ ხარჯებს, ძალისხმევას, დროს და თავიდან აგაცილებთ შეცდომის საშიშროებას.

დაყენება რჩილვა-შედუღების გარეშე -10°C-მდე

სისტემა RAUTITAN-ის დაყენება შეიძლება ნებისმიერი ამინდში და ნებისმიერ ადგილას, რადგან მის დაყენებას არ სჭირდება ელექტროენერგია. ჩამოსაცმელ მასრაზე „ცივი“ შეერთების საიმედო ტექნიკა არ მოითხოვს რჩილვას ან შედუღებას. ადრე დაყენებული სისტემების ღია ცეცხლით დაზიანების საშიშროება გამორიცხულია.

მასალების 25%-ით ნაკლები დანახარჯები

ტრადიციული 2 მილის ნაცვლად ცხელი და ცივი წყლის ერთი უნივერსალური მილის RAUTITAN Flex-ის და RAUTITAN stabi l-ის გაყვანით თქვენ დაგეზოგებათ მასალები და დაგჭირდებათ ნაკლები სივრცე. გარდა ამისა, თქვენ დაზღვეული იქნებით იმისაგან, რომ აგერიოთ და ცხელი წყალმომარაგების სისტემაში შეაერთოთ „ცივი წყლის მილები“. შეუფერებელი მილის დაყენებით გამოწვეული გასკდომა გამორიცხულია.

Engineering progress

Enhancing lives