საავეჯე გადაწყვეტილებები სასტუმროებისათვის

0000C02C_13929_1 - 13929

ხანგამძლეობა და ჰიგიენურობა

ხელოვნური ქვა RAUVISIO შესანიშნავია ნებისმიერი სირთულის დიზაინის განხორციელებისათვის. იგი აერთიანებს ბუნებრივი ქვის კეთილშობილურობას და პოლიმერების საუკეთესო თვისებებს.

ხელოვნური ქვა RAUVISIO - ეს არის უნივერსალური და მრავალმხრივი გადაწყვეტა თქვენი ბიზნესისათვის. მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გააფორმოთ სასტუმროს მისაღები, შესასვლელი ფართობი, მაგიდები ლობი-ბარიში, რესტორანში, სამზარეულოში, ბარის დახლი, ჟურნალის მაგიდა სასტუმროს ოთახში, მოაპირკეთოთ სააბაზანოების, საშხაპეების კედლები.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი შესაფერისი ნიჟარები და სამრეცხაო ბაკნები, დამზადებული ხელოვნური ქვისაგან, რომელიც წარმოდგენილია კოლექციებში Aquasino და Aquafonte, მართკუთხა, ოვალური და მრგვალი შესრულებით.

ხელოვნური ქვა RAUVISIO დახვეწილობას და მდიდრულობას მიანიჭებს ნებისმიერ ოთახს.

B70-D235_143361_0 - 143361

30%-მდე სივრცის ეკონომია

RAUVOLET ავეჯის ჟალუზების გამოყენება კარადების წინა მხარის და შესანახი ადგილების გასაფორმებლად ძალზე გავრცელებულია ინტერიერის დიზაინში. ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ გთავაზობთ დიზაინის შეუზღუდავ შესაძლებლობებს, არამედ მნიშვნელოვნად ზოგავს ოთახის ფართს.

ავეჯის ჟალუზები RAUVOLET - ეს არის უახლესი გადაწყვეტა კარადების წინა მხარის, სასტუმროს ოთახის, აბაზანისა და საგარდერობოს შესანახი ადგილების, სასტუმროს პერსონალის ოფისის ავეჯის, აგრეთვე ჭერის ტექნოლოგიური ღრმულების გასაფორმებლად.

G00-D008_190993_0 - 190993

ეკონომია დამატებით განათებაზე

RAUKANTEX მოსაარშიებელი მასალები დაგეხმარებათ, რომ სასტუმროს ინტერიერი ინდივიდუალური და განუმეორებელი გახდეს.

RAUKANTEX Lite Edge მოსაარშიებელი მასალები შიგ ჩასმული განათებით შეამცირებს ძირითადი განათების ხარჯებს, აგრეთვე შექმნის ოთახში განუმეორებელ ატმოსფეროს.

RAUKANTEX მოსაარშიებელი მასალები შესანიშნავია სასტუმროს მისაღებების, რესტორნების მაგიდებისა და თაროების, ბარების დახლების გასაფორმებლად, აგრეთვე ხელოვნების ობიექტების (ელემენტების მოხატულობების, კედლების პანოების) შესაქმნელად.

RAUCORD Creative - 1720

ბუნებრივი შესახედაობა

RAUCORD - ეს არის ხელოვნური როტანგი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ავეჯი ინდივიდუალური დიზაინით. მოხატულობებისა და შემადგენელი ბოჭკოების წყალობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ავეჯი ზედაპირის ნებისმიერი ნახატით.

ბუნებრივი როტანგის მსგავსი მასალა RAUCORD შეუცვლელს გახდის თქვენს ავეჯს დასვენებისა და საკუთარ თავში ჩაღრმავებისათვის. RAUCORD-ის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ ავეჯი დასასვენებელი ადგილისათვის, საცურაო აუზესათვის, პლაჟისათვის, ტერასისათვის, რესტორნისათვის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრისათვის, დასასვენებელ-გასართობი ადგილისათვის, აგრეთვე შექმნათ ინტერიერის დეკორაციული ელემენტები: ვაზა, სანათის ჩარჩო, გასაფორმებელი ნივთები.

Engineering progress

Enhancing lives

Maximum cart size of 3 items has been reached!

Your sample cart items:
Type
Decor
Collection