GENEO

GENEO: მომავლისაკენ სწრაფვა
საფანჯრე სისტემა REHAU GENEO® - ეს არის საფანჯრე პროფილების უნიკალური სისტემა, რომელიც ბირთვშია არმირებული. ეს სიახლეა საფანჯრე კონსტრუქციების წარმოებაში და საფანჯრე წარმოების დარგი აჰყავს სამომხმარებლო თვისებების ახალ, უმაღლეს დონეზე. გამოგონების საფუძველია უახლესი ფიბრობოჭკოვანი მასალა RAU-FIPRO®, რომელიც გამოირჩევა არნახული სიმტკიცით, დატვირთვის მიმართ გამძლეობით, ამიტომ ფოლადის არმატურა ხშირ შემთხვევაში საჭირო აღარ არის.

სისტემის ძირითადი მახასიათებლები:
∙ სისტემის სიღრმე/კამერების რაოდენობა: 86 მმ / 6 კამერა
∙ თბოიზოლაცია: Uf = 0,85 W/m2K -მდე
∙ ხმაურისგან დაცვა: მე-5 კლასამდე, ევროპულ ნორმების მოთხოვნების შესაბამისად.
∙ გატეხვის საწინააღმდეგო უსაფრთხოება: მე-2 კლასიდან. საკეტი მოწყობილობების მარტივი დაყენება.
∙ დიზაინი: ფორმებისა და ფერების უდიდესი არჩევანი.

00022518_89265_1 - 88901740

სიმსუბუქე ყველაფერში

ენერგიის დაზოგვა 76%-მდე. GENEO®-ს პროფილებით დამზადებული ფანჯრები საშუალებას მოგცემთ არ გაათბოთ ქუჩა და შეინარჩუნოთ სითბო იქ, სადაც ნამდვილად საჭიროა - სახლში, ოთახის გასათბობად დაგჭირდებათ იმ ენერგიის 25%, რასაც ხარჯავდით ძველი, ხის ფანჯრებიანი, სახლის გასათბობად. დღეს GENEO®-ს პროფილებით დამზადებული ფანჯრები შეიძლება გამოყენებული იქნას იმ შენობების მშენებლობაში, რომლების ძალზე ცოტა ენერგიას ხარჯავს და სითბოს იღებს ენერგიის განახლებადი წყაროებიდან (მიწის გრუნტის ენერგია, მზის ენერგია).

სიმსუბუქე სიმტკიცის დაუკარგავად. RAU-FIPRO® და დახვეწილი ფორმის 86 მმ-იანი პროფილი ხშირ შემთხვევაში ფოლადის არმირებაზე უარის თქმის საშუალებას იძლევა. GENEO®-ს 40%-ით მსუბუქი კონსტრუქციის სიმტკიცე არაფრით არ ჩამოუვარდება არსებული სისტემების სიმტკიცეს.

შემინვის მაქსიმალური ფართობი. GENEO-ს პროფილში შენარჩუნებულია პროფილების პაკეტის ოპტიმალური სიმაღლე და დიზაინერული გადაწყვეტის თავისუფლება დიდი ზომის მინაპაკეტების გამოყენებისას. ეს მიიღწევა იმით, რომ გამოყენებულია მზიდი ელემენტებისა და თანმხლები ნაწილების დამაგრების დაპატენტებული სისტემა სახრახნე არხებითა და დამატებითი განივი სამაგრით.
შემინვის ჩაწებების ტექნიკის გამოყენებით შესაძლებელია კიდევ უფრო დიდი ფართობების შემინვა საუკეთესო თბოიზოლაციის შენარჩუნებით.

∙ აივნის კარები: სიმაღლე 230 სმ-მდე, სიგანე 110 სმ-მდე;
∙ ფანჯრები: სიმაღლე 145 სმ-მდე, სიგანე 145 სმ-მდე.

GENEO®-ს პროფილების ნაკეთობების მაქსიმალური ზომა (ჩაწებების უახლესი ტექნოლოგიის და ფოლადის არმირების გამოყენებით) აღწევს სიმაღლეში 260 სმ-ს და სიგანეში 140 სმ-ს.

გამოყენების სფერო

სამშენებლო გადაწყვეტილებები

GENEO®-ს პროფილები გამოიყენება მაღლივი სახლებისა და სააგარაკო კერძო სახლების მშენებლობაში. ისინი გამოიყენება ახალი შენობების ასაშენებლად და არსებულის გადასაკეთებლად.

GENEO®-ს პროფილების სისტემა საუკეთესოა ბაზარზე არსებულთა შორის, მისი საშუალებით თქვენ უფრო მოქნილად დააკმაყოფილებთ თქვენი მომხმარებლის სურვილებს.

შემოქმედებითი გადაწყვეტილებების თავისუფლება

RAU-FIPRO®-ს უნიკალური მასალა კონსტრუქციებს ანიჭებს საჭირო სიმტკიცეს და საშუალებას იძლევა დამზადდეს მრავალგვარი ფორმის ფანჯრები, მაგალითად, მომრგვალებული ელემენტებით. GENEO®-ს პროფილების ფანჯრები არის როგორც თეთრი, ასევე ფერადი (მათ შორის ექსკლუზიური ფერები). პროფილი მდგრადია ატმოსფერული ზემოქმედების მიმართ და ადვილი მოსავლელია.

Engineering progress

Enhancing lives

Maximum cart size of 3 items has been reached!

Your sample cart items:
Type
Decor
Collection