construction site

მხარდაჭერა სამშენებლო ობიექტების დამუშავების დროს

მხარდაჭერა სამშენებლო ობიექტების დამუშავების დროს

მშენებლობის დარგში არქიტექტორებთან და ინჟინრებთან აქტიური თანამშრომლობის წყალობით, კომპანია REHAU ცნობილია თავისი სისტემური მიდგომით პოლიმერების ბაზაზე უახლესი გადაწყვეტილებების დანერგვის მიმართ სამი მიმართულებით: შუქგამჭვირვალე კონსტრუქციების სისტემები, შიდა საინჟინრო სისტემები, გარე საინჟინრო სისტემები. ჩვენს პარტნიორებს შეუძლიათ ამ უპირატესობის გამოყენება მიზნობრივ ბაზარზე შეკვეთების მიღების დროს: მაგალითად, რომელიმე მიმართულებით ინტერესის გამოვლენისას მუშაობაში სხვა მიმართულებებიც ჩაერთვებიან და შესთავაზებენ REHAU-ს პარტნიორების მომსახურებას მოცემულ ობიექტზე.

დღეს ათასობით საცხოვრებელი სახლი, სამრეწველო და საოფისე შენობა მთელს ევროპაში REHAU-ს უახლესი მაღალტექნოლოგიური სისტემებით არის აღჭურვილი.

კომპანია REHAU-სთან ერთად თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ მიზნობრივ ბაზარზე უფრო აქტიურად, უფრო მოქნილად და მოიგოთ მნიშვნელოვანი და საინტერესო ობიექტები.

Engineering progress

Enhancing lives