სითბონომია

სითბონომია = სითბო + ეკონომია
თავისი არსით სითბონომია არის REHAU-ს ნაწარმის ახალი ხარისხობრივი მახასიათებელი ენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით. ის განსაზღვრავს ფანჯრის უნარს შეინარჩუნოს სითბო ოთახში და შეამციროს პატრონების ხარჯები დამატებით გათბობაზე. რაც უფრო უკეთ ინარჩუნებს ფანჯარა სითბოს, მით უფრო დიდია დანაზოგი. მაქსიმალური სითბონომიის მიღწევისათვის დააგეთ REHAU-ს იატაკის გათბობა და თქვენ შეძლებთ დამატებით დაზოგოთ გათბობაზე.


სითბონომია - ეკონომია REHAU-ს ფანჯრებით
ჩვენში აქამდე არავის კარგად არც უფიქრია, თუ რამდენი ფული შეიძლება „გაფრინდეს“ პირდაპირი მნიშვნელობით ფანჯრებიდან. გათბობის სისტემები ქვეყნის მთელ რეგიონებში, ხშირად თბილისშიც, ისე ვერ მუშაობს, როგორც საჭიროა. ხშირად საჭიროა ბინის ან სახლის დამატებითი გათბობა ელექტროგამათბობლებით. ამ დროს კი სითბოს დანაკარგები ძველი ხის ფანჯრებიდან, მინის ფართობის მიხედვით, შეიძლება აღწევდეს ყველა შემომზღუდავი კონსტრუქციიდან სითბოს საერთო დანაკარგების 55%-ს.

REHAU-ს პროფილების ფანჯრების დაყენება ოჯახს საშუალებას მისცემს „არ გადაყაროს ფული“ ქუჩის გასათბობად, შეინარჩუნოს სითბო სახლში და დაზოგოს ენერგოდანახარჯები.

სითბონომია - ეკონომია REHAU-ს თბილი იატაკით
თქვენი სახლი თქვენთვის და თქვენს ოჯახისთვის მაქსიმალური კომფორტის ადგილია. თქვენს სახლში ხელსაყრელი გარემოს შექმნის საუკეთესო გადაწყვეტილება REHAU-ს წყლით გასათბობი თბილი იატაკია. მისი გამოყენება, ჩვეულებრივი რადიატორებისაგან განსხვავებით, საშუალებას გაძლევთ გასათბობად გამოიყენოთ თბომატარებლის უფრო დაბალი ტემპერატურა. REHAU-ს სისტემით გათბობის დროს ჰაერის ხელსაყრელი ტემპერატურა 1-2°C-ით დაბალია, ვიდრე რადიატორების გამოყენების დროს. ხოლო ტემტერატურის დაკლებით დაზოგილი ყოველი გრადუსი საშუალებას იძლევა დაზოგოთ 6%-მდე ენერგოდანახარჯები. თქვენ მიიღებთ 12% დანაზოგს.


მაქსიმალური სითბონომია
REHAU-ს ფანჯრებისა და REHAU-ს წყლით გასათბობი თბილი იატაკის დაყენებით თქვენ აღწევთ  მაქსიმალურ სითბონომიას.

სულ 150 მ2 სახლში წლიური დანაზოგი შეადგენს დაახლოებით 500 ლარს წელიწადში.


ბმულები
შეთავაზებები კერძო პირებისათვის

დაბეჭდვა