რადიატორული გაყვანილობის სისტემა REHAU RAUTITAN

მილები

RAUTITAN Trinkwasserinstallation

RAUTITAN FLEX: მასალა - ნაკერი პოლიეთილენი PE-Xa. უნივერსალური მილი გათბობისა და წყალმომარაგებისათვის. დრეკადია.
RAUTITAN STABIL: მასალა - ნაკერი პოლიეთილენი PE-Xa ალუმინის გარე შრით. მზიდი შრეა ნაკერი პოლიეთილენი. უნივერსალური მილი გათბობისა და წყალმომარაგებისათვის. იღუნება და ინარჩუნებს ფორმას. გამოსადეგია გარე გაყვანისათვის.

შესაერთებლები და ჩამოსაცმელი მასრები

უხრახნო შესაერთებლები დამზადებულია ახალი თაობის დიდი სიმტკიცის პოლიმერული მასალისაგან - PPSU-საგან (პოლიფენილსულფონისაგან).
ხრახნიანი შესაერთებლები და დიდი დიამეტრის შესაერთებლები დამზადებულია საუკეთესო ხარისხის თითბერისაგან, რომელიც მედეგია თუთიის გამორეცხვის მიმართ.
ჩამოსაცმელი მასრები დამზადებულია პოლიმერული მასალისაგან - PVFD-საგან (პოლივინილდენფთორიდისაგან) და გამოირჩევა უდიდესი სიმტკიცით.

რადიატორული მიერთების კომპლექტები

გამათბობელი ხელსაწყოების შესაერთებლად გათვალისწინებულია მრავალი სხვადასხვა სამონტაჟო ნაწილები, რათა დაუბრკოლებლად მოხდეს ნებისმიერი მოწონებული რადიატორის მიერთება. შესაერთებელი კომპლექტების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გამათბობელი მოწყობილობის შეერთება კედლიდან, იატაკიდან და პლინთუსიდან.

Engineering progress

Enhancing lives