ელექტრული იატაკზედა გათბობის სისტემა SOLELEC ეფუძნება ელექტრული ენერგიის სითბოდ გარდაქმნის პრინციპს. სისტემაში სითბოს წყაროა კაბელი. კაბელის მასალას აქვს დიდი წინააღმდეგობა, ამიტომ მასში ელექტროდენის გავლისას ის თბება.
სითბო კაბელებიდან იატაკის საშუალებით ვრცელდება მთელ შენობაში. იატაკის ტემპერატურა მხოლოდ ოდნავ მეტია ოთახის ტემპერატურაზე, და ამიტომ იატაკზედა გათბობა ყველაზე ხელსაყრელია ადამიანისათვის.
სისტემის გაყვანის შემდეგ იატაკზე დასაგებად შეიძლება გამოვიყენოთ ბუნებრივი ქვა, კრამიტი, ლინოლეუმი, ლამინატი, ხე, კოვროლინი და სხვა მასალები, რომლებიც იატაკზედა გათბობისათვის არის ნებადართული მწარმოებლის მიერ.