RAUCAD/RAUWIN

REHAU სთავაზობს პარტნიორებს მრავალგვარი დანიშნულებით გამოსაყენებელ სხვადასხვა პროგრამულ გადაწყვეტილებებს.

RAUCAD/RAUWIN-ის სერთიფიცირებული პროგრამები შექმნილია შენობების შიდა საინჟინრო სისტემების დაპროექტებასა და გაანგარიშებაში დასახმარებლად, დაწყებული გათბობის სისტემაზე სითბურ დატვირთვისა და სითბოს გადაცემის კოეფიციენტის გაანგარიშებით და დამთავრებული რადიატორული და იატაკზედა გათბობის, წყალმომარაგებისა და წყლის მოცილების სისტემების ჰიდრავლიკური გამოთვლებით, შედეგები მიიღება კომერციული წინადადებებისა და სახ. სტანდარტების სპეციფიკაციების სახით.

პროგრამები REHAU C.O. და REHAU H2O ასევე ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევთ რადიატორული და იატაკზედა გათბობის, აგრეთვე ცივი და ცხელი წყალმომარაგების სისტემების დაპროექტებაში, და ისინი სრულიად უფასოა.

აღწერილობა

აღწერილობა

RAUWIN Heizlast - 105613

პროგრამული მოდული RAUWIN არის ცხრილური პროგრამა, რომელიც შეიცავს სამშენებლო მასალების, კონსტრუქციების, აგრეთვე გამათბობელი ხელსაწყოების დიდი ბიბლიოთეკას. შენობების გარე შემოღობვებიდან თბოდანაკარგების გაანგარიშება ხორციელდება მოქმედი ნორმების და წესების შესაბამისად.
პროგრამის ძირითადი თავისებურებაა იატაკზედა, საკედლე და ჭერის გათბობა-გაციების სისტემების დაპროექტების შესაძლებლობა. AutoCAD®-თან კავშირში შესაძლებელია გათბობა-გაციების კონტურებში მილების ჩაწყობის უშუალო გამოსახვა.
ამასთან ერთად მოდული გვიჩვენებს მილგაყვანილობებში თბოგადამტანის ტემპერატურის განაწილების ფერად სურათს. გაანგარიშების ჰიდრავლიკურ ვარიანტში შედის კონტურების თანმიმდევრობით ჩართვა, ტიჰელმანის პარალელური ჩართვა, აგრეთვე ნებისმიერი კომბინაცია.

შესაძლებლობები

  • შემოღობვების თბოგადაცემის კოეფიციენტის გაანგარიშება სამშენებლო ნორმების და წესების 23/02/2003-ის შესაბამისად.
  • გათბობის სისტემის თბური სიმძლავრის გაანგარიშება სამშენებლო ნორმების და წესების 41-01-2003-ის შესაბამისად.
  • REHAU-ს იატაკზედა, საკედლე, ჭერის გათბობა-გაციების სისტემის გაანგარიშება.
  • გამათბობელი ხელსაწყოებისათვის საჭირო ფართობის გამოთვლა, შერჩევა კატალოგებიდან.
  • გათბობა-გაციების სისტემის სპეციფიკაციის შედგენა და შეტანა შიდა ფორმატში REHAU-ს ნაწარმის შესაკვეთად.

უპირატესობები

  • თბომოხმარების გაანგარიშება რუსეთის და დსთ-ს ქალაქების კლიმატური მონაცემების საშუალებით;
  • შემოღობვების თბოგადაცემის კოეფიციენტის გაანგარიშება სამშენებლო ნორმების და წესების შესაბამისად;
  • სამშენებლო მასალების მონაცემთა ბაზა სამშენებლო ნორმების და წესების შესაბამისად.

REHAU-ს იატაკზედა გათბობა.

  • REHAU-ს იატაკზედა გათბობის სისტემების მახასიათებლების გაანგარიშება (REHAU-ს არმატურის ბადე, სალტეები RAUFIX, REHAU-ს ჭვილთ-კავები, საგებები სამაგრებით);
  • უნარი, რათა შეიმუშავონ ზღვრული ზონების გამოყენებით დაპროექტების შესაძლებლობა;
  • მიმყვანების თბოგაცემის აღრიცხვა.

ყველა შედეგის დაწვრილებით გამოყვანა.

  • გათბობის ზონების თბოგაცემა;
  • კონტურებში წნევის დაკარგვა;
  • თბოგადამტანის მასური ხარჯვა კონტურებში;
  • REHAU-ს გამანაწილებელ კოლექტორზე ონკანების რეგულირების მნიშვნელობა დაყენების დროს;
  • წნევის დაკარგვა და თბოგადამტანის დანახარჯი კოლექტორში.

დაწვრილებითი სპეციფიკაცია შეკვეთებისათვის.

  • უშუალოდ დასაბეჭდად;
  • REHAU-ს კომერციული შეთავაზებების შედგენის პროგრამაში შესატანად.

REHAU-ს იატაკზედა გათბობის გამოხაზვა.

  • მილსადენების გაყვანის გამოხაზვა;
  • გათბობის ზონების, გათბობის კონტურების და გამანაწილებელი კონტურების მიხაზვა.

გამათბობელი მოწყობილობების შერჩევა.

  • გაანგარიშება წყლის შერჩეულ ტემპერატურებზე მიწოდებისა და უკან დაბრუნების გაყვანილობებში;
  • ავტომატური გაანგარიშება ან შერჩევა ცხრილიდან.

Engineering progress

Enhancing lives

Maximum cart size of 3 items has been reached!

Your sample cart items:
Type
Decor
Collection