RAUTOOL A-light2 Kombi

ტექნიკური კონსულტაცია

REHAU-ს ტექნიკური მხარდაჭერა

საუკეთესო მომსახურება, აგრეთვე ბაზარზე და ტექნიკის დონეზე მუდმივი დაკვირვება საშუალებას გვაძლევს მხარი დავუჭიროთ პარტნიორებს ყველა საკითხში, რომელიც უკავშირდება REHAU-ს საფანჯრე და საფასადე სისტემებს და მათ დამუშავებას.

ტექნიკური განყოფილების თანამშრომელი ატარებს ფანჯრებისა და კარების დამზადების სწავლებას თქვენი წარმოების ადგილზე ჩამოსვლით, REHAU-ს პროფილების სისტემების მთელი სპეციფიკის გათვალისწინებით, ანდა REHAU-ს აკადემიის ბაზაზე.

პერიოდულად ტარდება წარმოების ტექნიკური დათვალიერება გამოშვებული ნაწარმის საუკეთესო ხარისხის შესანარჩუნებლად და ტექნოლოგიურ პროცესებში სიახლეების დასანერგად.

თუ ნაწარმი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს საფანჯრე ბლოკების წარმოების დარგში და REHAU-ს ტექნოლოგიის სტანდარტებს, მწარმოებელი ფირმა იღებს REHAU-ს ხარისხის სერთიფიკატს. როდესაც მომხმარებელი ყიდულობს ფანჯარას, მას სურს დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ეს ფანჯარა აკმაყოფილებს უმაღლესი ხარისხის მოთხოვნებს, ესე იგი, ის დამზადებულია ორიგინალური ნაწილებისაგან და REHAU-ს ტექნოლოგიის სტანდარტების შესაბამისად. ამის დადასტურებაა „REHAU-ს ხარისხის სერტიფიკატი“, რომელიც მოთავსებულია ჩვენი პარტნიორების ფანჯრების გაყიდვების ოფისში საფანჯრე ნაკეთობების ხარისხის დასადასტურებლად.

ჩვენ გთავაზობთ უფასო გამოცდებს და თქვენი საფანჯრე ბლოკების შემოწმებას ჩვენს საკუთარ გამოსაცდელ სტენდზე „Holten“:

• ახალი ტიპის ნაწილების გამოჩენისას;
• ფანჯრების წარმოების ტექნოლოგიის შეცვლისას.

გამოცდის შედეგები ფორმდება გამოცდების ოქმით, გაიცემა საფანჯრე ბლოკის მახასიათებლების გაუმჯობესების რეკომენდაციები, და თქვენ იღებთ REHAU-ს სერტიფიკატს.

REHAU-ს ტექნიკური მხარდაჭერა დაგეხმარებათ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებაში ფანჯრების დამზადების ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების გამოყენებით.

Engineering progress

Enhancing lives