M63-D076_551037_0_CL - 551037

ცოკოლის სისტემები

სათაური

ცოკოლები არის სამზარეულოს მუშა ნაწილი, რომელიც ამავე დროს მხატვრულ დანიშნულებასაც ასრულებს. REHAU ამზადებს ცოკოლებს, რომლებიც ეხამება სამზარეულოს საერთო დიზაინს, სტანდარტული სიმაღლეა 100, 120 და 150 მმ.

ღრუკამერიანი პროფილები ზემოდან და ქვემოდან რბილი გამჭვირვალე შემამჭიდროებლებით საიმედოდ იცავს ტენისა და ჭუჭყისაგან.

უპირატესობები:

  • საიმედო დაცვა ტენისა და ჭუჭყისაგან;
  • მრავალფეროვანი მოხატულობა.

სასაწყობე პროგრამა

პროგრამაში შედის 19 ყველაზე გავრცელებულ მოხატულობა. არასტანდარტულ პროგრამაში შედის 400-ზე მეტი მოთხოვნადი მოხატული აფსკი. ეს საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ ცოკოლი სამზარეულოს ნებისმიერი დიზაინისათვის.

პროგრამა შეკვეთით

თუ თქვენ ვერ მოძებნეთ ცოკოლის თქვენთვის საჭირო მოხატულობა, ჩვენ შეგირჩევთ ნახატს სამზარეულოს დიზაინის მიხედვით და დაგიმზადებთ ინდივიდუალური შეკვეთით.
მინიმალური შეკვეთა: 400 მ.

შემადგენელი ნაწილები

REHAU გთავაზობთ ყველა საჭირო ნაწილებს ცოკოლის დასაყენებლად. REHAU-ს ცოკოლის ფეხები სამუშაო ზედაპირის სასურველ სიმაღლეზე დაყენების საშუალებას იძლევა. ასორტიმენტში შედის სტანდარტული სიმაღლეები 100 მმ და 150 მმ.

მიმმართველი და სამაგრი ნაწილები მტკიცედ დაამაგრებს პროფილს საჭირო მდგომარეობაში, ხოლო 13, 16 და 19 მმ-იანი გამჭვირვალე შემამჭიდროებელი პროფილები უზრუნველყოფს ჰერმეტიზაციას.

მომსახურება

მოქნილი ცოკოლის პროფილი შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე დასაყენებლად გამზადებული, და საჭირო აღარ იქნება მისი გახურება და ნიმუშის მიხედვით მოღუნვა.

REHAU-ს მომსახურების ცენტრი ისე ამუშავებს პროფილს, რომ ის შეძლება დაიდგას გამზადებულ სამზარეულოში, მოიღუნოს ნებისმიერი კუთხით (მინიმუმ 45°). REHAU გთავაზობთ სტანდარტულ მოქნილ ცოკოლს ყველა შესაძლო ზომას, რომელიც კი საწყობის პროგრამაშია. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეუკვეთოთ მოქნილი ცოკოლის დამზადება ნებისმიერი ინდივიდუალური ზომების მიხედვით.

Engineering progress

Enhancing lives